ეკა ჩხეიძე – დედამთილთან პრობლემის გამო მე და ჩემი ქმარი ცალ-ცალკე ვცხოვრობთ

ცოტა ხნის წინ, „პრაიმტაიმში“ მსახიობ, ეკა ჩხეიძის ინტერვიუ დაიბეჭდა. ეკამ გულახდილად უპასუხა ყველა კითხვას, მათ შორის პირად თემებზე. როცა ინტერვიუ დაიბეჭდა და სტატია ჩვენსავე საიტზეც განთავსდა, ჩემმა რესპონდენტმა, რამდენიმე შეცდომის ჩასწორება მთხოვა. მათ შორის ერთ-ერთი საგულისხმო გამოდგა. აღმოჩნდა, რომ მსახიობი ქმარზე წარსულში ლაპარაკობდა.

ეკას მეუღლე არქიტექტორი, ლევან მუშკუდიანია. წყვილს 25 წლის ინანო და 12 წლის დათა ჰყავთ.
უკეთ რომ გაერკვეთ საკითხის დეტალებში, გთავაზობთ ამონარიდს ეკას ინტერვიუდან.

– ეკა, 26 წლის წინ გათხოვდით, იმ პერიოდში ჯერ კიდევ უკვირდათ, მსახიობი ქალი როგორ უნდა მოიყვანო ცოლად. თუ ყოფილა თქვენს ოჯახში ამ თემაზე ლაპარაკი?

– ჩემ გასაგონად არა, და ისე, არ ვიცი. ერთხელ კი მკითხა ქმარმა, რომელიღაც სპექტაკლზე, მართლა კოცნიდიო (იცინის), მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, მარჯანიშვილში დავდგით „ეუხენია ბალბო“, სადაც ვიხდი და ვრჩები ჩულქში და კორსეტში. ინანო და მამამისი იყვნენ სპექტაკლზე (მის მერე მგონი არც ყოფილა თეატრში ჩემი ქმარი), ინანო იღებდა სპექტაკლს. მერე მიყვებოდა, ამ სცენის დროს ხელი ჩამომაწევინა და მითხრა, რატომ იღებო (იცინის), თითქოს გადაღება რამეს შეცვლიდა.

– შენს „ფეისბუქზე“ ფოტოებს ვათვალიერებდი და მარჯანიშვილის თეატრის ალბომს გადავაწყდი. თითქმის ყველა სპექტაკლში საწოლში წევხარ… ხან რომელ პარტნიორთან, ხან რომელთან…

– სანამ მაქვს ლოგინში წოლის ასაკი, დავწვები (იცინის).

– ქალები ამბობენ, რომ ცალკე პროფესიაა მსახიობის ცოლობა. მსახიობის ქმრობა როგორია, რას ამბობს თქვენი მეუღლე?

– თუ მძიმე ხარ, მოღალატე და უნდობლობას იწვევ შენს მეორე ნახევარში, რა პროფესიისაც გინდა იყავი, რა მნიშვნელობა აქვს. რაც გათხოვილი ვარ, ღალატი არც მიფიქრია. არ ვიპრანჭები, დებილი ვარ, შეიძლება დღეს ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ, სანამ მე და ლევანი ერთად ვართ, ასე იქნება სულ. თუ სცენაზე ვიღაცის ლოგინში ჩაწოლა ან კოცნის სცენა დამჭირდა, ეს ცხოვრებაში არ გადმომიტანია. სიმართლე რომ გითხრა, არტისტებთან რომანიც არ მომნდომებია (იცინის). რომ ყოფილიყო ჩემი პარტნიორი ხავიერ ბარდემი, შეიძლებოდა დავფიქრებულიყავი (იცინის). „კრასავჩიკები“ არ მომწონს, ხავიერი მამაკაცურია, თავისი საქციელით, ქალთან დამოკიდებულებით, სექსუალობით. საკუთარ გარეგნობაზე რომ გიჟდებიან, ასეთი მამაკაცები არ მომწონს, სარკეს რომ ეკითხებიან, მე უფრო ლამაზი ვარ თუ ჩემი პარტნიორი ქალიო. ბრეტ პიტი არ მომწონს, მგონია, დიდ დროს უთმობს სარკესთან ტრიალს. არც ალენ დელონი მომწონდა არასდროს.

ახლა კი ნახეთ მიმოწერა, რომელიც ჩემსა და ეკას შორის აღნიშნულ შეცდომასთან დაკავშირებით გაიმართა.

– ქმარზე წარსულში ვთქვი, სანამ ცოლი ვიყავი, არ მიღალატია-მეთქი.

– ამას ახლა მეუბნები?

– ჰო, წარსულში ვთქვი.

– ანუ ცოლ-ქმარი აღარ ხართ?

– პრინციპში კი. ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.

– ეგ როგორ?

– ეგ თემა დახურული გვაქვს, ხელშეუხებელია.

– თუ ცოლ-ქმარი ხართ, ცალ-ცალკე რატომ ცხოვრობთ?

– გაშორებას არ ვაპირებ, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. დედამთილთან პრობლემის გამო გვაქვს დისტანცია. ევროპულად ვცხოვრობთ, თავისუფლებას ვაფასებთ ძალიან. ერთმანეთს არ ვზღუდავთ არაფერში, მაგრამ სიყვარული არ გაგვნელებია ერთმანეთის მიმართ. ყოველდღიურობა ქმნის პრობლემებს, კონფლიქტს. ჩვენ უკონფლიქტოდ ვცხოვრობთ.

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები