ეკა ყურშიტაშვილი დავით ბაქრაძეს მიმართავს: თქვენ გამაბლატავეთ…

ეკა ყურშიტაშვილი 21 მარტს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამართულ აქციაზე დავით ბაქრაძის მიერ მისი სახელის ხსენების ფაქტს ეხმაურება. როგორც ყურშიტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გავლენიანი ადამიანების დავალებით მას სრულიად პატრული ემსახურებოდა.

“ბატონო ბაქრაძე, პირი გამოირეცხე და ეკა ყურშიტაშვილი ისე ახსენე! დაგავიწყდათ თქვენი წარსული? ჩვენ არ დაგვვიწყებია და მინდა გითხრათ, ბატონო დავით, რომ “ნაცების” დროს მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი!!! და თქვენ რომ ჟიმჟიმი გქონდათ, იმ ადამიანების დავალებით სრულიად პატრული მემსახურებოდა!!! ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ სხვისი, თქვენ გამაბლატავეთ, თქვენმა ხელისუფლებამ და ახლა თავი დამანებეთ, მეც და ზოგ-ზოგიერთებსაც”, – წერს ეკა ყურშიტაშვილი.

21 მარტის აქციაზე გამოსვლისას დავით ბაქრაძემ ეკა ყურშიტაშვილის სახელი გააჟღერა. “მე მინდა მივესალმო იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ განსხვავებით ამ ხელისუფლებისაგან, რომელმაც პოლიციას ეკა ყურშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები გაუშვა გლდანის ციხეში, ჩვენ პატივს ვცემთ”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები