ეკა ნიჟარაძე რეზო თაბუკაშვილთან რომანზე ალაპარაკდა – „ჩვენი ცხოვრების ზუსტ ეტაპზე შევხვდით ერთმანეთს…“

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას თავისი ახალი სიყვარულის შესახებ ჰყვება. მისი რჩეული მწერალი რეზო თაბუკაშვილი გახლავთ. ამ წყვილის შესახებ თბილისში დიდი ხანია, ჭორაობენ.

ეკა ნიჟარაძე:

საერთოდ არაფერს ველოდი. ჩემი ცხოვრება ისე მქონდა აწყობილი, რომ სულაც არ ვფიქრობდი ვინმეს გამოჩენაზე. მარტოც კარგად ვიყავი და უცებ, ასეთ დროს, რეზო გამოჩნდა და აღმოჩნდა ის, როგორსაც არც კი ველოდი.

ჩვენი ცხოვრების ზუსტ ეტაპზე შევხვდით ერთმანეთს, ზუსტ ასაკში. ასაკთ ტოლები ვართ და ორივემ გავიარეთ ცხოვრების გზის ის მონაკვეთი, რომელიც დიდ გამოცდილებას გძენს და ბევრ რამეს გასწავლის. მთავარია, ზუსტ დროს აღმოჩნდე შესაფერის ადგილას, რაც ნამდვილად მოხდა ჩემი და რეზოს შემთხვევაში“ – აღნიშნავს მსახიობი.

კითხვაზე, როგორ შეხვდნენ ეკას ახალ რომანს მისი შვილები, მსახიობი პასუხობს:

„როცა ხედავენ, რომ დედა ბედნიერია, მათაც უხარიათ. შვილებიც ტოლები გვყავს მე და რეზოს. როცა მამას ხედავენ, რომ კარგად არის, რატომ უნდა ეწყინოთ? ხელს გვიწყობენ, მეგობრობენ და ეს ამბავი ჩვენთან ერთად უხარიათ. უფროსმა შვილმა, ტასომ, პირველმა გაიგო ჩემი და რეზოს სიყვარულის შესახებ, დედაშვილობასთან ერთად, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ“.

კომენტარები

სხვა სიახლეები