ეკა კვალიაშვილმა გაფანტული სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად ფონდი დააარსა. ნახეთ, რას წერს მომღერალი ფეისბუქზე ამის შესახებ:
„მოგესალმებით სიყვარულით, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან, ჩემო ძვირფასებო. ვაცხადებ სრულ მობილიზებას, ძალიან გთხოვთ, მომწერეთ სახელებით და გვარებით, სასურველია, დადგენილი დიაგნოზის საბუთების სკანირებული ასლებით, სად გადიხართ მკურნალობას და რა ეტაპზეა თქვენი დაავადება, დატოვეთ შეტყობინება მაილზე…. eka.foundation@yandex.ru.
როგორც უკვე ცნობილია, დავაფუძნე ფონდი, გაფანტული სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად, მჭირდება პირადი სტატისტიკა, დაავადებათა კონტროლის მონაცემების ოფიციალური მონაცემები მაქვს, გამომიგზავნა სამმართველომ. მიდის მოლაპარაკებები უცხოურ ფონდებთან, შემოდგომისთვის იგეგმება პრეზენტაცია და საქველმოქმედო ღონისძიებების ციკლი, ველი თქვენს პასუხებს, ფონდი გადაწყვეტს, რა რაოდენობის ადამიანების დახმარებას შეძლებს და როგორი რიგითობით…. ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ კეთლ საქმიანობაში და იმედი მაქვს, ყველფერი კარგად იქნება, ჩვენ ერთად შევძლებთ ყველაფერს. მიყვარხართ, თქვენი ეკა კვალიაშვილი“.
სხვა სიახლეები