ევროპის რომელ ქალაქშია ტურისტებისთვის ყველაზე რთული თავისუფალი სასტუმროს პოვნა

ევროპელმა ექსპერტებმა შეადგინეს რეიტინგი იმ ქალაქებისა, რომლებიც ტურისტების მიერ არის გადატვირთული და სადაც ყველაზე რთულია სასტუმროების ნომრების დაჯავშნა. როგორც ირკვევა, ყველაზე რთული თავისუფალი ნომრების შოვნა შოტლანდიის დედაქალაქშია. საშუალო გათვლებით, ედინბურგში სასტუმროები 84%-ით არის დაკავებული.
ამავე რეიტინგის მეორე ადგილზე მოხვდნენ პრაღა, ლონდონი, დუბლინი და ამსტერდამი. ამ ცნობილ და პოპულარულ ევროპულ ქალაქებში სასტუმროები დაკავებულია 80%-ით.
როგორც ირკვევა, ეს მონაცემები გაძლიერებულ ტურისტულ ბუმს უკავშირდება. ამის გამო, ზოგიერთ ქალაქში ხელისუფლება სასტუმროების მშენებლობის და მოგზაურებისთვის ბინების გაქირავების შეზღუდვის ხერხსაც კი მიმართავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები