ევროპა საზღვრებს კეტავს – მიგრანტების სიჭარბე დასავლეთში (ვიდეო)

ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით საზღვრებს კეტავენ და საკუთარ კარს მიგრანტებისთვის ხურავენ. ამჯერად მორიგი ასეთი ქვეყანა ხორვატია აღმოჩნდა.

მიგრანტების დიდი რაოდენობის გამო, ხორვატიამ სერბეთთან საზღვარი ჩაკეტა. უკვე ცნობილია, რომ მუშაობა რვა სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტმა შეაჩერა. ვინაიდან ქვეყნის საზღვარი უკვე გადაკვეთა 10 000-ზე მეტმა მიგრანტმა, აქედან გამომდინარე, ოფიციალურმა ზაგრებმა განაცხადა, რომ მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
აფრიკელი და აზიელი მიგრანტების ნაკადი ხორვატიისკენ მას შემდეგ დაიძრა, რაც მათ საზღვარი უნგრეთმა ჩაუკეტა. პარალელურად, სლოვენიაში მიგრანტთა ჯგუფი დააკავეს და ისინი ხორვატიაში დააბრუნეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები