ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟან კლოდ იუნკერს გამოსვლა ერთ-ერთმა დეპუტატმა შეაწყვეტინა, რომელიც ევროპარლამენტის სხდომაზე ანგელა მერკელის ნიღბით მივიდა.
როგორც ვიდეოზე ჩანს, მამაკაცი ადგა, ჟან კლოდ იუნკერთან მივიდა და ხელი ჩამოართვა. ამის შემდეგ მამაკაცი დარბაზიდან გააძევეს. Channel 4 News-ის ინფორმაციით, დეპუტატი იტალიის „მემარჯვენე პარტიის“ წარმომადგენელია.
ჟან-კლოდ იუნკერს გამოსვლის დროს სიტყვას პირველად არ აწყვეტინებენ. ივლისში მას ევროპარლამენტის დეპუტატმა რეიმონდ ფინჩმა შეაწყვეტინა სიტყვა, ვინაიდან იუნკერმა საბერძნეთში გამართულ რეფერენდუმს არალეგიტიმური უწოდა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ia6kuTJ3wNE[/youtube]