ევროვიზიის გამარჯვებული, დუნკან ლოურენსი საყვარელ მამაკაცზე დაინიშნა

მომღერალი, ევროვიზია 2019 წლის გამარჯვებული – დუნკან ლოურენსი საყვარელ მამაკაცზე, ჯორდან გარფილდზე დაინიშნა. ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალურ ქსელ Instagram-ზე ამცნო.
​მომღერალმა ნიშნობის ბეჭედი Story-ზე დადო წარწერით – “მე შენ მიყვარხარ”.
ჯორდანის თქმით, ის ყველაზე ბედნიერი ადამიანია დედამიწაზე.
“დუკანს ვკითხე – გამომყვებოდა თუ არა ცოლად და მან ამაზე თანხმობა განაცხადა. მე არასდროს  ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში. მე ვქორწინდები კარგ, ჭკვიან, განათლებულ და სიმპათიურ მამაკაცზე, რაც მთავარია, საუკეთესო მეგობარზე”, -აცხადებს ჯორდან გარფილდი.

კომენტარები

სხვა სიახლეები