“ევროვიზია 2016”- ზე საქართველოს სახელით Young Georgian Lolitaz-ი იმღერებს (ვიდეო)

2016 წლის ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარადგენს. ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) 2000 წელს შეიქმნა. იგი ოთხი წევრისგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი.a46233b
ახალგაზრდა მუსიკოსის ნიკა კოჩაროვის თქმით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა წინადადება, მონაწილეობა მიეღო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში. ამ შეთავაზებას შემსრულებელმა უპასუხა: „რატომაც არა?!“.
მუსიკოსებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე როკფესტივალებში.

სიმღერა, რომლითაც ჯგუფი ევროვიზიის სცენაზე წარდგება, ჯერ არ არის ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი სიმღერის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. თავდაპირველად შეირჩევა 5 სიმღერა, მეორე ეტაპზე კი საზოგადოება და ჟიური ერთად გადაწყვეტს, რომელი სიმღერით წარადგენს ჯგუფი ევროფესტივალზე საქართველოს.
„ევროვიზია 2016“ მაისში სტოკჰოლმში გაიმართება. შვედეთში კონკურსის ჩატარების უფლება მომღერალმა მონს ზელმერლევმა მოიპოვა, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით: Heroes. 2016 წლის „ევროვიზიაში“ პირველად მიიღებს მონაწილეობას 43 ქვეყნის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ  შარშან ჩატარებულ „ევროვიზიაში“ მომღერალმა საქართველოდან ნინა სულბატმა მე-11 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები