მას მერე, რაც ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი საავადმყოფოშია, შორენას გვერდიდან არ მოშორებია მეგობარი, კახა მამულაშვილი.
„მამულიჩა“ ევას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველ ახალ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. ფაქტობრივად, დაგვასწრო ევას ორივე ოპერაციას, ექიმების კონსილიუმს და ბოლოს, იხუმრა კიდეც, ნიკა გვარამიას სწერდა, ნახევარ განაკვეთზე მაინც ამიყვანეთ ტელევიზიაშიო. ევას ჯანმრთელობის მდგომარეობით ჩვენც დავინტერესდით და „მამულიჩას“ დავუკავშირდით:
– კახა, რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე, როგორ არის ევა?
– ევას რეფლექსები დაუბრუნდა. ერთ კვირაში საავადმყოფოდან გამოწერენ. მერე რეაბილიტაცია დასჭირდება. დიდი მადლობა ქართველ ექიმებს, ყველაფერი გააკეთეს, მე ვიტყოდი, შეუძლებელიც. მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც შორენას გვერდში ედგა.
– ანუ ევა ფეხზე გაივლის?
– კი, ბატონო. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მთავარია, მგრძნობელობა დაუბრუნდა. ფეხზეც გაივლის და თუ დასჭირდა, იცეკვებს კიდეც.
წყარო:http://amboben.primetimenews.ge