ევა ბარბაქაძე საოპერაციოდ შეიყვანეს

ევა ბარბაქაძე საოპერაციოდ შეიყვანეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში შორენა გებაშვილის გვერდზე გავრცელდა.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამოგვქყნდა ოფიციალური ცნობები საოპერაციო და სამკურნალო თანხის შესახებ. ცნობილია, რომ კახი კალაძე ევასთვის 10 000 ლარს გადარიცხავს. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარი ფონდიდან 10 000 დოლარს რიცხავს. ამ ადამიანებს შორენა ბეგაშვილი და მისი მეგობრები მადლობას უხდიან. „და, რაც მთავარია, მადლობა ყოველ ადამიანს, ვინც საკუთარი ბიუჯეტიდან ნებისმიერი ოდენობის თანხას რიცხავს შორენა ბეგაშვილის ანგარიშის ნომრებზე. გავაგრძელოთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ. ფაქტია, როცა ბევრნი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით, მცირედიც მნიშვნელოვნად აისახება თანხის საბოლოო კალკულაციაზე. ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად მოგაწვდით ყველა სიახლეს – თქვენი დახმარებით, პოზიტიურს!“, – წერს სალომე ლილუაშვილი შორენა ბეგაშვილის გვერდზე ფეისბუქში.
გააქტიურდა მობილური ოპერატორების სპეციალური ნომერი ევა ბარბაქაძის დასახმარებლად. 0901701100 – “მაგთისა” და “ბილაინის” აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება 1 ლარი. “საქართველოს ბანკი”: GE57BG0000000642055200
TBC ბანკი: GE61TB7723536010100019 (GEL) GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“: GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები