ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინეს – სამკურნალო ფული ვერ შეგროვდა

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად გუშინ საღამოს თურქეთში გაფრინდა. მიზეზი ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა. 50 000 დოლარი, რომელიც ევას ხერხემლის განმეორებითი ოპრაციისთვის სჭირდებოდა, არ შეგროვდა.
სამკურნალო თანხას კიდევ რამდენიმე ათასი დოლარი აკლია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე პაციენტის ტრანპორტირება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მკურნალობის 20 პროცენტის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.
თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშებზე:
“საქართველოს ბანკი”:
GE57BG0000000642055200
TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“:
GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები