ეგვიპტური ჰოროსკოპი: რას გიმზადებთ შემოდგომა და როგორ უნდა მოიქცეთ

ნილოსი (1–7 იანვარი, 19–28 ივნისი, 1–7 სექტემბერი, 18–26 ნოემბერი)

ნილოსის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან იმპულსურები. მიუხედავად ამისა, ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ სფეროს.  ეგვიპტური ჰოროსკოპის თანახმად, შემოდგომას დადებითი მუხტით გაატარებენ, მათ გვერდით ხშირად იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავს მშვიდად და ბედნიერად აგრძნობინებენ. გამჭრიახობა მართებთ სამსახურში, ნუ გაებმებით კოლეგების მახეში, სამუშაო პერიოდში გადადეთ ყველაფერი და კონცეტრირდით მხოლოდ საქმეზე.

ამონ რა (8–21 იანვარი, 1–11 თებერვალი)

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები საოცარი ორატორული ნიჭითა და ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან, მათი უმეტესობა პროფესიონალი დიპლომატია. კარგი იქნება, თუ შემოდგომას,
საღამოობით მეგობრებთან ერთად გაერთობით. ეს დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე და საქმეს მეტი შემართებით მოეკიდებით. თუ არ იზარმაცებთ, ზამთრის დადგომამდე სამსახურში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

ნუტი ( 22–31 იანვარი, 8–22 სექტემბერი)

ქალღმერთი ნუტი სიმკაცრის განსახიერებაა. ის საკმაოდ მომთხოვნი და პროგრესულად მოაზროვნეა. ამ პერიოდში დაბადებულები შორს არიან რომანტიკისგან, თუმცა ამ შემოდგომას მიძინებული გრძნობები გაიღვიძებს და მათი ნაწილი რომანტიკოსი გახდება. ეგვიპტური ჰოროსკოპი გირჩევთ: დისტანცია დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უკვე იმედი გაგიცრუათ, თუ კვლავ გაუწოდებთ დახმარების ხელს ისევ გაწბილდებით.

გები (12–29 თებერვალი, 20–31 აგვისტო)

ამ ნიშნის წარმომადგენელი საუკეთესო მრჩეველია. საუკეთესო მეგობარია, რომელთანაც ყოველთვის შეგიძლიათ, გულახდილად ისაუბროთ, სწორედ ამიტომ ნდობას იმსახურებენ. შემდგომას ხშირად მოგადგებიან დახმარების სათხოვნელად. იმდენად ხშირი აღმოჩნდება გულგატეხილი მეგობრების ვიზიტი, ბიზნესად ქცევის სურვილიც შეგიპრობთ. ნუ დაიხევთ უკან ნებისმიერ საქმეს, რომელსაც მარტში მოეკიდებით წარმატებით განახორციელებთ.

ისიდა (11–31 მარტი, 18–29 ოქტომბერი, 19–31 დეკემბერი)

შემოდგომას ოჯახში დაძაბულობაა მოსალონდელი. მოგიწევთ, საკუთარ თავზე აიღოთ ყველა საქმის მოგვარება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სირთულეებს დადებითი განწყობით შეხვდეთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდება. ისინი, ვინც დაოჯახებულები არ არიან, შემოდგომის პირველ ნახევარში განმარტოებას გადაწყვეტენ და ქალაქგარეთ გაემგზავრებიან. შემოდგომის ბოლოს მოსალონდელია ახალი მეგობრების შეძენა და სამსახურის გამოცვლა.

ოსირისი (1–10 მარტი, 27 ნოემბერი – 18 დეკემბერი)

თუკი სამსახურიდან განთავისუფლება გემუქრებათ, ნუ შეშინდებით. დროის ამ შუალედში  დაბადებული ადამიანებს შემოდგომა სიურპრიზებს უმზადებს. სოლიდურ თანხას მიიღებთ საზღვარგარეთიდან და ეს საკუთარი საქმიანობის წამოწყებისკენ გიბიძგებთ. ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ახალ საქმეში ექსპერიმენტები არ გამოგადგებათ. გამოიყენეთ უნიკალური შანსი და კარგად დაფიქრდით უმნიშვნელო დეტალზეც კი.

წყარო:https://www.beaumonde.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები