ეგვიპტის მთავრობისთვის აქამდე უცნობი სარკოფაგის შიგთავსი გახადა ცნობილი, რომელიც ქალაქ ლუქსორში, მდინარე ნილოსთან ახლოს მდებარეობს. სამარხი 3,5 ათასი წლის წინანდელია. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი მუმია, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნისაა და ახალი სამეფოს ეპოქას მიეკუთვნება.
მუმიის ზუსტი ვინაობა უცნობია, მაგრამ როგორც ამბობენ, არსებობს ორი შესაძლო ვარიანტი – ეს შეიძლება იყოს ადამიანი სახელად დჯეხუტი მესი, რომლის სახელიც ამოკვეთილია ერთ-ერთ კედელზე ან მწერალი მაატი – ეს სახელი, მისი ცოლის – მეხის სახელთან ერთად, სამარხში აღმოჩენილ ჭურჭელზე იყო ამოკვეთილი.