ქირურგი სულიკო კოსიაშვილი კურიოზულ შემთხვევას იხსენებს.
“ერთხელ 78 წლის ქალბატონი მესტუმრა და მეუბნება: – შვილო, ძალიან მერიდება ჩემი სატკივრის გამხელა, მაგრამ უნდა მიშველოო. მიზეზი ვკითხე. მიპასუხა, – ამ სიბერის ჟამს ძალიან მომწყინდა მარტოობა და გავთხოვდიო. ძალიან კარგი-მეთქი, ვუპასუხე. ამაში ცუდი არაფერია, მე რით შემიძლია დახმარება-მეთქი. შეიშმუშნა ეს ქალბატონი, მერიდება და მერიდებაო, გაიძახის. ბოლოს მეუბნება, ისეთი წამალი გამომიწერეთ, ქმარმა არ შემაწუხოსო. რას გულისხმობთ-მეთქი, ვკითხე. როგორც იქნა, დაძლია მორიდება და მეუბნება, მე იმისთვის გავთხოვდი, რომ მარტო არ ვყოფილიყავი და გვერდით მეგობარი მყოლოდა, ჩემი ქმარი კი ღამეში ორჯერ მაწუხებს და ცოლ-ქმრის მოვალეობის შესრულებას მთხოვსო. მართლა ძალიან გამიკვირდა (იცინის), ვიფიქრე, ეს ქალბატონი 78 წლისაა, ალბათ მისი მეუღლე ბევრად ახალგაზრდა იქნება, საინტერესოა, რატომ დაქორწინდა ამ ქალბატონზე, თუ სიმდიდრის გამო, მაშინ რა გასაჭირი ადგას ასეთი, რომ ახალგაზრდა ქალთან ვერ წასულა? ამ ფიქრებში ვარ გართული და ვეკითხები – რამდენი წლის ბრძანდება თქვენი მეუღლე-მეთქი? – 80 წლისააო – მიპასუხა. ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ისიც მინდოდა მეკითხა, რას ჭამს ეს კაცი, რას სვამს, რომ მეც ვიხელმძღვანელო-მეთქი, მაგრამ მომერიდა…”, – იხსენებს ექიმი.
წყარო: ამბები ჯი