5 დეკემებრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან – ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს. მისი თქმით, საჭიროა ზოდიაქოს ნიშნებმა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები შეასრულონ და არ დაკარგონ დრო მეორეხარისხოვან საქმეებზე:
„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:14-დან 23:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
შეასრულეთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება და ნუ დაკარგავთ დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე. გაითვალისწინეთ, რომ დღეს განსაკუთრებით მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეყვანის რისკი, ნუ აჰყვებით პროვოკაციას და ნუ ენდობით ცუდ წინათგრძნობას. მოერიდეთ ფარულ სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო სწრაფად გამოაშკარავდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების გასამართად, სპონსორების მოსაძიებლად და მნიშვნელოვანი გარიგებების გასაფორმებლად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ამეთვისტო, გაგატი, მარჯანი და ალექსანდრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, სირთულეების დაძლევა მოუწევთ მშვილდოსანს და მერწყულს“, – აცხადებს ასტროლოგი.
წყარო: fortuna.ge