ევროპის ჩემპიონატის მეთოთხმეტე დღეს თამაშები არ იყო. მიუხედავად ამისა, გოჩა ლუდი ნატახტარის და ფეხბურთის მოყვარულებს ტრიუმფალური თაღიდან მიესალმა, რომელიც ჯერ კიდევ ნაპილეონის დროს აშენდა. აშენებისას ყოფილა კამათი, გაეტეოდნენ თუ არა თაღში ცხენებიანი ეტლები. გოჩას განცხადებით, ეს მართლაც დიდებული ქმნილებაა და 16 ქუჩა უერთდება ამ ადგილს. მოკლედ, ყველა გზა ტრიუმფალური თაღისკენ მიდის.
წესების მიხედვით, გუშინდელ ვიქტორინას გამარჯვებული არ უნდა ჰყოლოდა, რადგან ვერავინ გამოიცნო, ზუსტად რომელ წუთზე გავიდოდა გოლი, მაგრამ ერთი ყუთი ლუდი ნატახტარი მაინც გადაეცა იღბლიან სანდრო გველესიანს, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მიახლოვებული პასუხი.
ჩართვაში გოჩამ მაყურებელს მოუყვა საინტერესო ფაქტი ირლანდიელებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ ირლანდეილებმა იტალიელები დაამარცხეს და გულშემატკივრებმა გოლის ავტორი რობი ბრედი ღმერთად შერაცხეს. მათი თქმით, მხოლოდ ის თუ შეძლებდა საფრანგეთის ბარების კიდევ ერთი კვირით ამუშავებას. მოგეხსენებათ, რომ ირლანდიელები საკმაოდ დიდი დოზით ალკოჰოლის მიღებით გამოირჩევიან.
კიდევ ერთი ძალიან სახალისო და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა უნგრელებთან დაკავშირებით. უნგრეთის მეკარე გახლავთ უხუცესი და გამოირჩევა ფართხუნა შარვლებით კარში დგომით. ამ ფაქტის გამო, ძალიან სასიამოვნო ჟესტი გააკეთეს უნგრელებმა და გადაწყვიტეს სამსახურებში სწორედ მისნაირი ფართხუნა შარვლებით წასულიყვნენ.
ევროპის ჩემოიონატის მეთოთხმეტე დღე იყო პირველი დღე, როდესაც ფეხბურთები არ იყო. შესაბამისად, ჩართვები ვერც სტადიონიდან და ვერც ფანზონიდან მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში ნატახტარის გვერდზე აქტიურ მაყურებელს, გოჩამ გული არ დასწყვიტა და განაცხადა, რომ ნატახტართან ერთად ყველგან ფეხბურთია. მან ტრიუმფალური თაღი ფეხბურთის კარად გამოიყენა და ტრიუმფალური გოლიც კი გაიტანა.
გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი “ნატახტარი” თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
(R)
ბმულები: https://www.facebook.com/natakhtari/videos/1333734039977346/