“დღეში სამჯერ ლოცულობს, დამპირდა რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ” – კოვიდპაციენტის ემოციური ამბავი რეანიმაციულიდან
სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებული პაციენტი თამუნა თანდაშვილი კოვიდკლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან პოსტს აქვეყნებს და მასთან ერთად მყოფ პაციენტებზე წერს. მათ შორის სასულიერო პირზეც, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ აპირებს, რომ მრევლს აცრისკენ მოუწოდოს.
“დღეში 3 ჯერ დგება ფეხზე კაცი რეანიმაციაში და ლოცულობს…. ფეხზე ადგომა არის აქ ოლიმპიური ბაჯაღლოს მედალი!
დღეში 3 ჯერ ლოცულობს
ჩემზე, ინეზაზე, თავის მრევლზე…
დამპირდა რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ და თხოვს ერთმანეთს გაუფრთხილდნენ.
ვიტალი გვყავს კიდევ ერთი პაციენტი, ტატუებიანი ცისფერთვალება სომეხი დარბაისელი. მარტო მე ველაპარაკები, ის არ მპასუხობს. ვერ. სომეხია, ჯერ არ იცის რო სომხური ვიცი, აბა გაბედოს და არ გამოკეთდეს! თბილისელმა სომხებმა დაადუღეთ აცრები – ვიტალის ეს სჭირდება, მოვუყვები.
ვიტალიმ არ იცის სად მოხვდა, რა თავზეხელაღებულ მებრძოლებში.
მე, ინეზა, მამაო და ვიტალი ძალიან გთხოვთ
აიცერით რა “, – წერს თამუნა თანდაშვილი.