დღეს  FACEBOOK-ს 13 წელი შეუსრულდა

თანამედროვე სამყარო ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია, რამდენიმე წლის წინ ფუფუნებად მიჩნეული მსოფლიო ქსელი დღეს ადამიანის ცხოვრების აუცილებელ და განუყოფელ ნაწილად იქცა. “ფეისბუქი” დღემდე რჩება ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ პირველწყაროდ.
ის იქცა ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების თავშეყრის ადგილად და შეიძლება ითქვას ერთგვარ ბირჟას დაემსგავსა, სადაც თავს იყრის განსხვავებული მოსაზრების, მსოფლმხედველობის, მრწამსის, რასის თუ ორიენტაციის ადამიანთა მოსაზრებები, მათი ემოციები, სურვილები და პირადი ცხოვრებაც კი. მას ხშირად ნარკოტიკსაც ადარებენ და მის გარეშე ცხოვრება ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია. სოციალური ქსელი Facebook 2004 წლის 4 თებერვალს შეიქმნა და დღეს თავის მეცამეტე დაბადების დღეს აღნიშნავს.
მარკ ცუკემბერგი ფიქრობდა, რომ სოციალური ქსელი ჰარვარდის სტუდენტებს გააერთიანებს, თუმცა მან სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ჩვეული სტილი.
“ყოველი წლის 4 თებერვალს ჩვენ აღვნიშნავთ როგორც მეგობრობის დღეს და ვიწვევთ მთელ მსოფლიოს, რომ იზეიმოს ჩვენთან ერთად და გაიხსენოს რა მნიშვნელოვანია ურთიერთკავშირი” – გვწერენ Facebook-ის ნიუსრუმიდან.

კომენტარები

სხვა სიახლეები