“დღეს, 22:00 საათზე შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ”

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა განცხადებას ავრცელებს და თვითიზოლაციაში მყოფ საზოგადოებას ინიციატივით მიმართავს. 

დღეს, 22:00 საათზე სახლებიდან ეროვნული ჰიმნის ხმა უნდა გაისმას: 

“არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, 22:00 საათზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია – დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები