72 წლის წინ, ჯგუფ The Doors-ის ვოკალისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი და პოეტი, ჯეიმზ დაგლას მორისონი დაიბადა.
მორისონი 1943 წლის 8 დეკემბერს ფლორიდაში, ადმირალ ჯორჯ სტეფენ მორისონისა და კლარა კლარკ მორისონის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა და, ანა რობინი და ძმა – ენდრიუ ლი მორისონი.
1947 წელს 4 წლის მორისონი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში, სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა. მან ავარიის თავის რამდენიმე სიმღერაში (“Dawn’s Highway”, “Peace Frog”, “Ghost Song”) აღწერა.
მორისონს სჯეროდა, რომ ეს ავარია მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ამბობდა, რომ ტრაგედიის დროს მკვდარი ინდოელი დაინახა, რომელიც გზის მეორე მხარეს იწვა.
მოგვიანებით დაიწერა წიგნი – The Doors და ეს ტრაგიკული მოვლენა დეტალურად აღწერა.
მორისონმა ბავშვობის ნახევარი კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოში გაატარა. მან 1961 წლის ივნისში ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლა დაამთავრა. 1964 წლის იანვარში კალიფორნიის სხვა შტატში, ლოს-ანჯელესში გადავიდა. მან UCLA ფილმის სკოლა დაამთავრა და პარალელურად, დაუმეგობრდა ლოს-ანჯელესის ბევრ მწერალს.
1965 წელს UCLA-ის დამთავრების შემდეგ, მორისონმა ბოშური ცხოვრება დაიწყო. ფოტოგრაფმა ჯოელ ბროდსკიმ მას რამდენიმე შავ-თეთრი სურათიც გადაუღო. ცნობილი იყო, როგორც „ახალგაზრდა ლომი“.
დორსის პირველი წევრები მორისონი და UCLA-ის სტუდენტი რეი მანზარეკი გახდნენ. ამის შემდეგ მათ დრამერი ჯონ დენსმორი და გიტარისტი რობი კრიგერიც შეუერთდნენ.
1966 წლის ივნისში „დორსი“ უკვე უკრავდა რამდენიმე ცნობილ ბარში. ჯიმ მორისონმა ჯგუფი „ზემის“ სოლისტი ვან მორისონი გაიცნო და მათ ამის შემდეგ ერთად იმღერეს ცნობილი სიმღერა – „გლორია“.
მორისონმა მრავალი სიმღერა დაწერა, მათ შორისაა: “Light my fire”, “Love me two times”, “Love her madly”, “Touch Me’. „Light My Fire“ „დორსის“ ჰიტი და ჯგუფის ფანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაა. მეორე ალბომის – Strange Days გამოცემის შემდეგ „დორსი“ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფი გახდა. ამის შემდეგ მორისონმა კონცერტებზე დაგვიანება და დალევა დაიწყო.
1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა, შეეცვალა თავისი გამოსვლები. მან წონაში მოიმატა, წვერი მოუშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა. 1969 წლის კონცერტზე მაიამიში, მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო და იქვე დაწვა. მაიმაის პოლიციამ კონცერტის დასრულების შემდეგ იგი დააკავა. ამის შემდეგ ჯგუფის ბევრი კონცერტი სწორედ ჯიმ მორისონის გამო ჩაიშალა. მორისონი “კლუბ 27”-ს ეკუთვნის. “კლუბი 27” (The 27 Club) ფიქტიური გაერთიანება, რომელსაც 27 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსებს მიაკუთვნებენ. მათ შორისაა: ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, კურტ კობეინი, ემი უაინჰაუსი და ა.შ. “კვირა +” გთავაზობთ მორისონის ცნობილ გამონათქვამებს:
* უმთავრესი მხარე თავისუფლებისა არის, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. თქვენ ვაჭრობთ თქვენი რეალობით, თქვენივე როლისთვის.
* თქვენ თმობთ უნარს, რომ განიცადოთ, და სანაცვლოდ ატარებთ ნიღაბს.
* სიყვარულს არ ძალუძს გიხსნას საკუთარი ბედისწერისგან.
* მომავალი ნისლშია გახვეული, დასასრული კი ყოველთვის ახლოა.
* ხალხი უცნაურია, როდესაც შენ უცხო ხარ.
* მეგობრებს ძალუძთ, დაეხმარონ ერთმანეთს გარდაუვალ სიტუაციებში. ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც გაგრძნობინებს სრულ თავისუფლებას საკუთარ თავთან.
* ხალხს უფრო მეტად ეშინია სიკვდილის, ვიდრე ტკივილის. უცნაურია, რომ მათ ეშინიათ სიკვდილის. ცხოვრება უფრო მეტ ტკივილს გაყენებს, ვიდრე სიკვდილი, რადგან სიკვდილის ჟამს ტკივილი დასრულებულია.
* მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც უბიძგებენ დანარჩენებს იმისკენ, რომ არაკომფორტულად იგრძნონ თავი.
* თითოეული თაობას სურს ახალი სიმბოლიკა, ახალი ხალხი, ახალი სახელები.
* თუ თაობას აქვს თავისუფლება, მას, ამასთანავე, ეძლევა თვითგანადგურების უფლებაც.
* იცი, მეგობარო, შენ ან გჯერა საკუთარი თავის, ან ეცემი!
* ძალადობა ყოველთვის არ არის ბოროტება. ბოროტებაა ძალადობით გატაცება.
* ძალაუფლება იგრძნობა განცდილი ტკივილის გადალახვით.
* სწორედ ის ჟამია, როცა საჭიროა, მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. დროა – ვიცოცხლოთ, დროა – ვიცრუოთ, დროა – ვიცინოთ და დროა – მოვკვდეთ. პატარავ, გულთან ახლოს ნუ მიიტან… მწუხრში ნუ ჩავარდები, ნურასოდეს დაეცემი და მიიღე ისე, როგორც სინამდვილე გვიჩვენებს.