დღეს, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი მთავარი ადამიანების დღეა – ქეთი კოვზიაშვილი

გუშინ პოლიციელის დღე იყო, პოლიციელების რომლებიც სუფთა გულით უყვართ და ეიმედებათ ბავშვებს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთი კოვზიაშვილი წერს და ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს.

“დღეს, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი მთავარი ადამიანების დღეა. სწორედ იმ ადამიანების, ვის მშვიდ და უსაფრთხო მომავალზე, ლაღ ბავშვობაზე ზრუნავს ჩვენი უწყება და ამ უწყების ხელმძღვანელი.
გუშინ პოლიციელის დღე იყო, პოლიციელების რომლებიც სუფთა გულით უყვართ და ეიმედებათ ბავშვებს.

ტრადიციულად, ოფიციალური ღონისძიების შემდეგ ბევრი ასეთი ფოტო მიგროვდება ხოლმე და მიხარია, რომ დღეს 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს შემიძლია გაგიზიაროთ.

გილოცავთ დღევანდელ დღეს”,- წერს კოვზიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები