დღეს რეზო ჩხეიძეს 89 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ცნობილ ქართველ კინორეჟისორს, “ქართული კინოკლასიკის მამად” წოდებულ რეზო ჩხეიძეს 89 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს სახალხო არტისტი 1926 წლის 8 დეკემბერს, ქუთაისში, საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით – დია ჩიანელი) ოჯახში დაიბადა.Magdanas-Donkey

ჩხეიძე 1943-1946 წლებში რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. 1953 წელს კი, საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. რეზო ჩხეიძემ, რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად, გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“. ფილმა 1956 წელს კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს რტო“ მოიპოვა.

რეჟისორმა გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“, „მაია წყნეთელი“, „განძი“, „ზღვის ბილიკი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“ , „ნერგები“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“.

ჩხეიძის ფილმები გამორჩეულია მაღალი იდეალებითა და დახვეწილი სისადავით.

რეზო ჩხეიძე ყოფილიjariskatsis_mama_4095 სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი, 1963-1981 წლებში კი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი იყო. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო.

რეჟისორი 1996 წელს ღირსების ორდენის კავალერი გახდა, 2001 წელს კი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.834

რეზო ჩხეიძე 2015 წლის 3 მაისს, თბილისში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

“კვირა +” გთავაზობთ რეჟისორის უკანასკნელ მიმართვას, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ყრილობაზე წაიკითხეს. რეჟისორი საზოგადოებას კიდევ ერთხელ, სამშობლოს სიყვარულისკენ მოუწოდებდა.

„მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს, მართლაც, მსოფლიო დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ – ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ოქტომბრის თვეში, თბილისობის დღეებში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშოrezo-chxeidze-2009-650x433რისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ეჭვი არ მეპარება, რომ გვექნება ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა. მეამაყება, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.

მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ. ეს არის ჩემი თხოვნა, ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის გამო, იქნებ უკანასკნელიც… ვიქნები ბედნიერი, თუ საქართველოს გაზეთები და ტელევიზიები მხარს დაუჭერენ ჩემს მოსაზრებას. მათ მიმართაც აღარ მექნება მეტი თხოვნა.

გვიყვარდეს საქართველო! გავუფრთხილდეთ საქართველოს! დავიცვათ საქართველო!“ – წერია რეზო ჩხეიძის მიმართვაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები