დღეს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა

1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ხაშმში, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რევაზ ინანიშვილი დაიბადა. მომავალი მწერალი ბებიამ გაზარდა, რადგან მისი დაბადების შემდეგ დედა, შეუძლოდ გახდა და აღარ შეეძლო შვილის აღზრდა.12395543_440899072772150_1077870911_n
როგორც მისი მეუღლე, როზა ინანიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნავს, რეზო ინანიშვილი იხსენებდა ხოლმე: ხან ვისთან დავყავდი ბებიაჩემს ძუძუს მოსაწოვებლად, ხან – ვისთანო. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.
1937 წელს კი, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 31-ე ქარხანაში მუშაობდა. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
12395543_440899072772150_1077870911_n1947 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა, 1949 წელს კი, სწავლა, მატერიალური სიდუხჭირის გამო მიატოვა და მუშაობა “სამგორის” არხის მშენებლობაზე დაიწყო.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”. 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.702884_440899076105483_59135355_n
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას” რედაქტორი.
პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.
მწერალი 1991 წელს გარდაიცვალა. იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები