დღეს ოსკარ უაილდის დაბადების დღეა

დღეს ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგის, მწერლისა და პოეტის, ოსკარ უაილდის დაბადების დღეა. ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით ცნობილი მწერალი 1854 წლის 16 ოქტომბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა. მან სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

უაილდმა ასევე რამდენიმე წელი საპატიმროში, ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო გაატარა.

ოსკარის მამა სერ უილიამ რობერტ უაილდი არამხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელს გაერთიანებულ სამეფოში სახელმოხვეჭილი ოფთალმოლოგი და ოტოლარინგოლოგი იყო. განათლებული უილიამ უაილდი არქეოლოგიითა და ირლანდიური ფოლკლორითაც იყო დაკავებული. ოსკარის დედა — ლედი ჯეინ ფრანჩესკა უაილდი (ქალიშვილობისას ელჯი) — ირლანდიელი, მაღალი წრის, ცნობილი ქალბატონი იყო.

უაილდი 4 ენაზე საუბრობდა, მათ შორის ლათინურსა და ძველ ბერძნულზე. მას ორი შვილი – ვივიან და სირილ ჰოლანდები ჰყავდა.

ოსკარ უაილდის რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“, რომელიც მწერალმა 1891 წელს დაწერა, მსოფლიომ აღიარა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ სამ კვირაში დაწერილი რომანი, 25–ჯერ არის ეკრანიზებული.

ოსკარ უაილდი 46 წლის ასაკში 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები