დღეს მთვარის სრული დაბნელებაა – რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მოვლენის დროს

დღეს, 21 იანვარს, წლის პირველი სავსე მთვარე და მთვარის სრული დაბნელებაა. ამ დღეს მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა და მისი გავლენაც ძლიერია.
რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ:
ძველი ამერიკელები და ანგლო-საქსები წლის პირველ სავსე მთვარეს მგლის მთვარეს ეძახდნენ. მიზეზი კი ისაა, რომ იანვარში მგლების ყმუილი ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივია. ალბათ, ყველას გახსოვთ, მგლების ყმუილის მესიჯი რა არის: „მე აქ ვარ“ ან „ჩემგან თავი შორს დაიჭირე“.
დაბნელების ენერგიას წინა და მომდევნო ორი დღის განმავლობაში ყველაზე ძლიერად ვიგრძნობთ, მაგრამ თვისობრივად ის არამხოლოდ კონკრეტულ დღეს ან კვირას, არამედ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ახდენს თავისებურ გავლენას.
კონკრეტულად 21 იანვარს მოჭარბებული ენერგია შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციების წინაპირობა გახდეს. ნუ იკამათებთ, მაქსიმალურად აარიდეთ თავი გაუგებრობებს. სიფრთხილეა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და მძიმე საკვები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას (განსაკუთრებით ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას). ნებისმიერ სიტუაციაში დაუპირისპირდით აგრესიასა და გაუგებრობებს პოზიტივითა და ოპტიმიზმით. სავსე მთვარისა და დაბნელების ურანთან კვადრატი ერთი-ორად გაზრდის გაუგებრობების, კონფლიქტებისა და ხიფათის ალბათობას. ამიტომ, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ნებისმიერი საქმის შესრულების დროს. მოჭარბებული ენერგია კი სასიკეთო, სასარგებლო საქმეს მოახმარეთ.
აუცილებელია, რომ ამ პერიოდში დაუკვირდეთ, რა გჭირდებათ ცხოვრებაში იმისათვის, რომ უფრო ბედნიერი, ლაღი, მხიარული და თავისუფალი იყოთ – გაქვთ განსაკუთრებული ნიჭი და უნარები, რომელსაც სათანადოდ ვერ იყენებთ? გაქვთ მიზნები და სურვილები? გსურთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? მაშინ, მშვენიერი შანსი გაქვთ, ზუსტად განსაზღვროთ და დაგეგმოთ ცვლილებები. მოკალათდით კომფორტულად, აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ ის ყველაფერი, რისი მოშორებაც გჭირდებათ და ყველა ის მიზანი, რომელსაც გსურთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მიაღწიოთ. გააკეთეთ ეს მთელი გულით და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.
ცნობისთვის, დაბნელება ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს. ესაა სიმწიფისა და იმ ყველაფერის დასრულების პერიოდი, რაც სასარგებლოს არაფერს გვაძლევს. დაბნელება საკმაოდ ძლიერი კოსმიური ენერგიის მატარებელია, რაც გვიბიძგებს ისეთ საკითხებზე წერტილის საბოლოოდ დასმისკენ, რომელსაც უკან აღარასდროს დავუბრუნდებით. დაე, დარჩეს წარსულში ის, რაც აღარაა საჭირო. ზრდა და განვითარება სამყაროს კანონია. გააკეთეთ არჩევანი მომავალი კეთილდღეობისთვის. ნუ დაბრუნდებით უკან. ნუ დაუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მოიშორეთ აგრესიული და ეგოცენტრული ადამიანები, ვისთანაც ვერ მიაღწიეთ ჯანსაღ, დაბალანსებულ ურთიერთობას, დაუსვით წერტილი არაფრისმომცემ პროექტებს, იდეებს, აკვიატებებს, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და ყველა იმ ემოციისგან, რომელიც თქვენს შინაგან დისკომფორტს იწვევს.

წყარო: Astrolabe

კომენტარები

სხვა სიახლეები