16 მარტს მერკური თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 4 აპრილამდე დარჩება. ამ პერიოდში წინ წამოიწევს მენტალური, ვერბალური და კომუნიკაციური პრობლემები. მერკურის ეს ინგრესია ყველაზე მეტად იმოქმედებს კირჩხიბზე, ქალწულზე მორიელზე და თევზებზე.
ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“16 მარტს (თბილისის დროით 2:27 საათზე) მერკური თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 4 აპრილამდე დარჩება.
თევზები – მერკურისთვის ნეგატიური ნიშანია, ამიტომ ამ პერიოდში წინ წამოიწევს მენტალური, ვერბალური და კომუნიკაციური პრობლემები.
შესუსტდება მთელი რიგი საკითხების გააზრების და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. გაჭირდება კონცენტრაცია და საკუთარი აზრების სიტყვებად გამოხატვის მომენტიც.
აზროვნების პროცესზე დიდ გავლენას მოახდენს ემოცია და განცდები. ამიტომ ამ დროს სასურველია იმ სიტუაციებს თუ კრიზისებს, რომელთა ლოგიკური გააზრებაც გვინდა, რამდენიმე კუთხიდან შევხედოთ, რათა შეცდომების დაშვება გამოვრიცხოთ (მითუმეტეს, რომ მოიმატებს ილუზიების და საკუთარი თავის ჩიხში შეყვანის ალბათობა). აუცილებელია გადავამოწმოთ ინფორმაცია და ბრმად არ ვენდოთ ჭორებს. მოსალოდნელია შეცდომების დაშვება იქ, სადაც ლოგიკა და სიზუსტეა საჭირო.
თუმცა ეს პერიოდი სასიკეთო იქნება შემოქმედებითი, ხელოვნებით დაკავებული ადამიანებისთვის. ამ დროს ძლიერდება წარმოსახვა და ფანტაზიის უნარი, რაც შეიძლება მთელი რიგი შემოქმედებითი პროცესებისთვის პოზიტიური იმპულსი გახდეს.
მერკურის ეს ინგრესია ყველაზე მეტად იმოქმედებს კირჩხიბზე, ქალწულზე მორიელზე და თევზებზე. შედარებით ნაკლებად – დანარჩენ ნიშნებზე.”- წერს ასტროლოგი.