14 მაისს თამარ მეფის ხსენების დღეა. თამარი ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად არის შერაცხული. მისი ტიტულია: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი”. ის მამამ, გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი იგი საქართველოს მონარქი გახდა. თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ.