“დღეს ვიყავი და შორენა ვნახე…” – ცნობილი მუსიკოსის ემოციური პოსტი და ფოტო საავადმყოფოდან

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი დღეს რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მძიმე მდგომარეობას:

“ოღონდ შვილები კარგად გვყავდეს და მეტი არაფერი მინდა, არც ფული, არც წარმატება, არც აღიარება და არაფერი საერთოდ, ახლა დამეწყო ისევ პანიკური შიშები…დიდი ხნის წინ განვიკურნე ამ საზარელი შიშებისგან და ისევ დამეწყო, ვამწარებ ბავშვებს, ყოველ 5 წუთში ვურეკავ   ოღონდ კარგად იყვნენ და ყველაფერი ცუდი მე შემხვდეს და მათ ასცდეთ, ამაზე ვოცნებობ…”

“შინგანი ფორიაქი მტანჯავს, ყოველ წამს ამ ბავშვზე ვფიქრობ!! მთავარია გადარჩა, და იცოცხლებს, დანარჩენი ნელ-ნელა გამოსწორდება. ეხლა ყველაზე მეტად შორენა მეცოდება…” – ეს პოსტი ცოტა მოგვიანებით გაჩნდა მიას კედელზე.

საღამოს კი უკვე საავადმყოფოდან დაბრუნებულმა შორენა ბეგაშვილის ფოტო გამოაქვეყნა ამ პოსტთან ერთად:

“არ მიყვარს აგორებულ ტალღაში ჩაბმა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ მიყვარს თუ არ მიყვარს, არანაირი აზრი არ აქვს!!! არა მარტო შორენას ვუსურვებ გამძლეობას, არამედ ყველა დედას, ვის შვილებსაც პრობლემები აქვთ… დღეს ვიყავი და შორენა რომ დავინახე, კარგად არ მახსოვს, რა ვუთხარი და ეგრევე გამოვეცალე… მტერს არ ვუსურვებ იმ სახეს, რაც ამ გოგოს ჰქონდა, გაშეშებული, დაბნეული და სასოწარკვეთილი… ვთხოვ ღმერთს, ყველანაირ ზეციურ ძალებს, რომ სრულიად გამოუჯანმრთელდეს შვილი, შორენასაც და ყველა მშობელს, ვინც ამას ელოდება”.

14592760373072

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები