დღეს ვენერა სასწორში გადავიდა და 23 ოქტომბრამდე დარჩება. ეს პერიოდი დადებითად აისახება პირად ურთიერთობებზე. ამის შესახებ, ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ვენერა სასწორში გადავიდა და 23 ოქტომბრამდე დარჩება.
კარგი პერიოდი იქნება პირადის დალაგებისთვის, კომპრომისებზე წასვლისთვის და სადავო საკითხების მოსაგვარებლად. სასიკეთო დროა ხელოვნებასთან დაკავშირებული საკითხების განვითარებისთვისაც.
გააძლიერეთ თქვენს თავში სიყვარული! <3
P.S. და რაც მთავარია, ამ პერიოდში გემოვნებაზე დავობენ!”-წერს ასტროლოგი.