დედა ტერეზა 1910 წლის 27 აგვისტოს, მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ალბანელი არომუნების ოჯახში დაიბადა. როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში „ლორეცოს ირლანიელ დებში“ ჩაირიცხა.
1931 წელს გახდა მონაზონი და სახელი ტერეზა დაერქვა. მალევე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა , სადაც 20 წლის განმავლობაში „წმინდა მარიას“ ქალთა სკოლაში ასწავლიდა.
1946 წლის 10 ოქტომბერს მან ორდენიდან გაჭირვებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო.
1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა.
1965 წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მსოფლიოს 111 ქვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი არსებობს.
1973 წელს ტერეზა რელიგიის პროგრესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტემლპტონოვის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა. 1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია. ის გარდაიცვალა 1997 წელს 87 წლის ასაკში, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლსიამ იგი წმინდანად შერაცხა.