“დღეს დავიძინებ მშვიდად, რადგან ვერასდროს გადავეყრები იმ ცხოველს, რომელმაც არავინ დაგვინდო!“ – ანა ნაცვლიშვილის მეგობრის ემოციური პოსტი
თემქზე, სასტიკად მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სიტყვებით ვერ აღვწერ იმ ემოციას, რომელსაც ახლა განვიცდი! მთელი ცხრა თვე ველოდებოდით სამართლიანობას და როგორც იქნა მივაღწიეთ, თვალწინ დამიდგა ყველა ის შიში და ტკივილი, რომელსაც ამ დროის განმავლობაში განვიცდიდი, გულზე ლოდი მეწვა ძალიან მძიმე ახლა მთელი ამ დროის განმავლობაში მიღებული ყველა ემოცია, ყველა უძილო ღამე, ყველა ცრემლი, ბოღმა ყელში მაქვს და მარტო დღეს შევძელი ამომესუნთქა! დღეს დავიძინებ მშვიდად რადგან ვერ გადავეყრები ვერასდროს იმ ცხოველს, რომელმაც არავინ დაგვინდო! ალბათ შენც იძინებ მშვიდად, შენ იმსახურებდი ყველაფერს საუკეთესოს, ყველა ბედნიერებას რაც ამ ქვეყნად არსებობს, მაგრამ უსამართლოა ეს ცხოვრება, რომ ასე საშინლად მოგვექცა ყველას. მიყვარხარ გულო და იძინე მშვიდად! მე საშინლად მენატრები და მახსოვხარ სულ“, – წერს ანას მეგობარი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა.