დღეს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეა

ქართველი მწერალი გურამ რჩეულიშვილი 1934 წლის 4 ივლისს, თბილისში დაიბადა.

1957 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

11717092_392614524267272_1765141692_nპირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს.

წერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი”, “სათაგური”, “სიყვარული მარტის თვეში”, “ნელი ტანგო”, “თვირთვილა”, “უსახელო უფლისციხელი” და “სიკვდილი მთაში”. მოთხრობათა პირველი კრებული “სალამურა” კი, მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს გამოიცა.

ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.11667967_392614527600605_825944013_n

მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – “ალავერდობა”, “უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონიურობითაც.

გურამი 1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. იგი 26 წლის იყო. გურამ რჩეულიშვილი თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

“კვირა” მისი პირადი წერილებიდან ამონარიდებს გთავაზობთ.

“კვირა” მწერლის ერთ-ერთ პროზას გთავაზობთ.

“ტკივილი? – არა. რაღაც და გათავდა”

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.

შიოდა.

ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.

შიოდა.

რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.

ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.

შიოდა.

უცებ იგრძნო რაღაც.

ტკივილი? – არა.

რაღაც და გათავდა.

ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:

– მამა, ფეხები მომეყინა, – თქვა ბიჭმა.

– ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, – დაამშვიდა მამამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები