ქართველმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე, ტრადიციულად, “იმედის დილაში” ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა, ამის გამო, ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა იფრთხილონ.
შეიძლება, მრავალმა პრობლემამ იჩინოს თავი, ამიტომ, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.
მისივე თქმით, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, შესაბამისად, მიმდინარე კვირაც პოზიტიურია. მიმდინარე კვირას 4 გეომაგნიტური დღეა, რაც ადამიანს შინაგანად დისკომფორტს უქმნის.