დღეს არის სატანური დღე – როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის (ვიდეო)

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“ განაცხადა, რომ 16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

„დღეს რთული დღე გვაქვს – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. ნუ ვიხმაურებთ, რადგან ემოცია საკმაოდ მაღალია, რამაც, შეიძლება, კონფლიქტი, დაპირისპირება შექმნას და რაიმე სახის გაუგებრობები გამოიწვიოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროზი მოიმატებს, შეიძლება, ზოგს დეპრესიული ელემენტები გაუჩნდეს. ფსიქიატრებმა კარგად იციან, მთვარის დაბნელებაზე რა ემართებათ პაციენტებს – როგორ ნერვიულდებიან და ღიზიანდებიან. ამიტომ, დღევანდელი დღე ფრთხილად გავიაროთ, არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი არ დავიწყოთ, არავითარი სარისკო მოქმედება, ზედმეტი გადაღლა და გადატვირთვა! ენერგია ბევრი მოდის, მაგრამ ამ ზედმეტმა ენერგიამ, შეიძლება, ადვილად შექმნას კონფლიქტი ან სისულელე გაგვაკეთებინოს, რადგან ზოგიერთმა ახალგაზრდამ არ იცის, თუ სად წაიღოს ეს ენერგია და ეს ან ჯირითში გადავა, ან რაღაც კონფლიქტში, საქმის გარჩევაში და ა.შ. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სატანური დღეა. რისკჯგუფში განსაკუთრებით არიან კურო და მორიელი, შემდეგ – მერწყული და ლომი. მათ დღეს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე სჭირდებათ. დღეს მოვერიდოთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ზედმეტი ეჭვიანობა, სიჯიუტე, სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, წყენის დამახსოვრება, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი და ა.შ. დღევანდელი დღის „შლეიფი“, ნაწილობრივ, ხვალინდელზეც გადავა“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

მისივე თქმით, დღეს, ასევე ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, გეომაგნიტური დღეებია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა წნევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, რომ 18 მაისიდან დედამიწა შედარებით პოზიტიურ ველში გადავა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები