დღეს “ამერიკული ლიტერატურის მამის” – მარკ ტვენის დაბადების დღეა

„მე ქვეყანას 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვევლინე. ღმერთმა, ალბათ, გადაწყვიტა: აი ორი გასაოცარი ამოუცნობი მოვლენა…“ – წერდა თავის თავსა და კომეტაზე მარკ ტვენი.
ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, სატირიკოსი და იუმორისტი სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი, რომელიც ცნობილია ფსევდონომით – მარკ ტვენი, 1835 წლის 30 ნოემბერს, მისურის შტატ ფლორიდაში დაიბადა.
მამა, ჯონ კლემენსი გადმოცემით პირქუში, გაუცინარი კაცი ყოფილა. მხიარული ხასიათი, ოპტიმიზმი და იუმორის საოცარი გრძნობა მას დედისაგან გამოჰყვა. ასევე დედისაგან გამოჰყვა მას ამბის გადმოცემის ნიჭი, რაც შემდეგში მის ნაწარმოებებზე აისახა. დედა უყვებოდა უამრავ ისტორიას, რომლებსაც მომავალი მწერალი ყურადღებით ისმენდა.
ბავშვობაში ძალიან ცელქი და მხიარული ყოფილა, მაგრამ მისმა ბავშვობამ დიდ ხანს ვერ გასტანა. მამა ადრე დაეღუპა და ბიჭი 12319195_435626103299447_90024625_nიძულებული გახდა მუშაობა დაეწყო.
იგი სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად. აქედან დაიწყო მისი ცხოვრების გზა.
სამუშაო მძიმე იყო, არანაირი ანაზღაურება, მხოლოდ საჭმელი და ტანსაცმელი, ისიც, როგორც თვითონ იგონებს, გამონაცვალი და დიდი ზომის. საწოლიც კი არ ჰქონდა, პირდაპირ სტამბის იატაკზე ეძინა. ამის შემდეგ მან ძალიან ბევრი სამუშაო გამოიცვალა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მისისიპიზე, გემის ლოცნმანობა იყო. აქ მან ბევრი რამ ისწავლა, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო.
„ლოცმანობის დროს პირადად გავეცანი და ურთიერთობა მქონდა ადამიანთა ტიპის ყოველ ნაირსახეობასთან“ – წერდა იგი შემდგომ.
მისი მეტსახელი, Mark Twain სწორედ ლოცმანობის დროინდელი ტერმინია. კლემენსი ამტკიცებდა, რომ „მარკ ტვენის“ ფსევდონიმი ახალგაზრდობაში სამდინარო ნავიგაციის ტერმინებიდან აიღო. როცა ის ლოცმანი იყო, ტერმინით „მარკ ტვენი“ აღნიშნავდნენ მინიმალურ სიღრმეს. რაც საკმარისი იყო სამდინარო გემების გავლისათვის.
მაგრამ არის მეორე ვერსიაც: თითქოს ეს ფსევდნიმი კლემენსს დასავლეთში გატარებული მხიარული დღეებიდან უნდა ახსოვდეს. იქ ამბობდნენ „მარკ, ტვენ!“ როცა ორმაგ ვისკის მიირთმევდნენ, არ სურდათ მაშინათვე გადაეხადათ. ამიტომაც ბარმენს სთხოვდნენ ანგარიშზე ჩაეწერა დანახარჯი. ფსევდონიმის არჩევის რომელი ვარიანტი უფრო მართებულია ––უცნობია. მარკ ტვენის გარდა კლემენსმა ერხელ 1896 წელს „ბატონ ლუი დე კონტეს“ (ფრ. Sieur Louis de Conte) ხელმოწერითაც ისარგებლა.12305678_435626439966080_1423981749_n
გემზე მას მუდამ თან ჰქონდა წიგნაკი, სადაც იქ მოსმენილ თუ თავს გადამხდარ ამბებს, სკეტჩებს, ანეკდოტებს ინიშნავდა. მაშინ იგი არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ჩანაწერები რაიმეში გამოადგებოდა. თვითონვე უთქვამს: „ლიტერატურა არასოდეს მიტაცებდა, არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა, მხოლოდ შემთხვევამ ამაღებინა ხელში კალამი, მწერალი შემთხვევით გავხდიო.“
მან თავისი პირველი ნაწარმოები „ჯიმ სმაილი და მოხტუნავე ბაყაყი“ 1865 წელს, 30 წლის ასაკში დაწერა. ამ ნაწარმოებმა ხალხში უდიდესი სიმპათია დაიმსახურა, მას წლის საუკეთესო მოთხრობად აღიარებდნენ, მაგრამ ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მწერალს არამც თუ უხაროდა, სწყინდა კიდეც. „ვერ გამიგია, რა ნახეს ამ მოთხრობაში?!“ სწერდა იგი დედას.
ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მარკ ტვენის ნაწარმოებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ტომ სოიერის თავგადასავალი“.
თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელი სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.
მწერალი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა“ უწოდა.
1807 წელს, როდესაც იგი ევროპას სტუმრობდა, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ოლივია ლენგდონი. მათ სამ წელიწადში, 1870 წელს იქორწინეს. ამავე წელს მათი პირველი ვაჟი, ლენგდონ კლემენსი დაიბადა, მაგრამ იგი ორი წლის ასაკში, დიფტერიისაგან დაიღუპა.
ლენგდონის შემდეგ მათ კიდევ სამი ქალიშვილი, სიუზენი(1872), კლარა(1876) და ჯეინი(1880) შეეძინათ.
სამუელ კლემენსმა თავისი ნაწარმოებებით არა მარტო სახელი, არამედ საკმაოდ დიდი სიმდიდრეც მოიხვეჭა. 1873 წელს მან ჰარტფორდში 19 ოთახიანი სასახლე აიშენა და ოთახები Louis ComforT Tiffany & Associated Artists მოახატვინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი შვილი, სიუზი სწორედ ამ სახლში, მენინგიტისაგან გარდაიცვალა, მწერალი იქ აღარ მისულა.12333983_435626323299425_566561053_o
1903 წელს ნიუ იორკში მისი მეუღლე, ოლივია ავად გახდა. ისინი იტალიაში გაემგზავრნენ, სადაც იგი 1904 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწერალმა რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ჯერ ნიუ-იორკი, შემდეგ – რედინგი „სტრომფილდის“ სახლი, სადაც მისი შუათანა ქალიშვილი დაქორწინდა რუს მუსიკოს იოზიფ გაბრილოვიჩზე 1909 წელს.
იმავე წლის 24 დეკემბერს მისი კიდევ ერთი ქალიშვილი, ჯეინი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი თვის შემდეგ, 1910 წლის 21 აპრილს კი სამუელ ლენგორნ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი 74 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მან განაცხადა „მე 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვედი, ერთი წლის შემდეგ ის ისევ დაბრუნდება, და მე მასთან ერთად წასვლას ვაპირებ.“ ეს ასეც მოხდა…
უილიამ ფოლკნერმა იაპონიაში, ნაგანოში, იაპონელ სტუდენტებთან შეხვედრისას მარკ ტვენზე თქვა: „მიმაჩნია, რომ მარკ ტვენი პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ”.
“კვირა + ” გთავაზობთ მარკ ტვენის გონებამახვილურ და ბრძნული გამონათქვამებს:
1. თუ მშიერ, ქუჩაში მოხეტიალე ძაღლს აჭმევ და მოეფერები, არასდროს გიკბენს. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება ძაღლსა და ადამიანს შორის.
2. სიმართლე ადამიანს ისე უნდა უთხრა, თითქოსდა, ქურთუკს აწვდი ჩასაცმელად და არა – ისე ესროლო სახეში, როგორც სველი პირსახოცი.
3. მე ვიცი უსიამოვნების უამრავი სახეობა, თუმცა განსაცდელების უდიდესი ნაწილი არცკი გადამხდენია თავს.
4. ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი, რომ მაიმუნმა იმედი გაუცრუა. შემდგომ, მან უარი განაცხადა სხვა ექსპერიმენტების ჩატარებაზე.
5. ცხოვრებაში ერთხელ, ფორტუნა კარზე უკაკუნებს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჩვეულებისამებრ, ამ დროს ადამიანი ზის უახლოეს კაფეში, სვამს ლუდს და რა თქმა უნდა, არავითარი კაკუნი არ ესმის.
6. ვინც არ იცის, სად მიემგზავრება, ძალიან გაუკვრდება, როდესაც მოხვდება იქ, სადაც სულაც არ სურდა მოხვედრა.
7. გეშინოდეთ იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, წაგართვან საკუთარი თავის რწმენა. დიდებულია ადამიანი, რომელიც ცდლობს დაგაჯეროს, რომ შენც შეგიძლია გახდე დიდებული ამ ცხოვრებაში.
8. თუ შენ გჭირდება ფული, ისესხე შენთვის უცხო ადამიანისაგან, თუ გჭირდება რჩევა, მიდი მეგობრებთან, თუკი არაფერი გჭირდება – მიდი ნათესავებთან.
9. ბანკი – ის დაწესებულებაა, სადაც შეგიძლია ფული ისესხო, თუ დაარწმუნებ, რომ ფული არ გჭირდება.
10. ადამიანის ტვინი – საოცარი გამოგონილებაა. ის მშვენივრად მუშაობს იმ წუთამდე, სანამ ადგები სიტყვის სათქმელად.
11. სამწუხაროა, რომ გველი არ იყო აკრძალული ხილი სამოთხეში, თორემ ადამი მასაც შეჭამდა.
12. კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება.
13. როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, ვიქცევით ისე, როგორც სურს ჩემს მეუღლეს. ამ ნაბიჯს ის ეძახისს კომპრომისს.
14. მოდით, მადლობა მოვუხადოთ სულელებს, ისინი რომ არა, სხვებს გაუჭირდებოდათ წარმატების მიღწევა.
15. არცერთი იმპროვიზაცია არ გამომდის ისე კარგად, როგორც ის, რომელსაც ვამზადებდი 3 დღის მანძილზე.
16. მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ – რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს.
17. ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის – ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა.
18. სიგარეტისათვის თავის დანებება ყველაზე მარტივია ამ სამყაროში. კარგად ვიცი, რადგან ათასჯერ მაინც დამინებებია თავი.
19. ჩემს თავს სიტყვა ჩამოვართვი, რომ არ მოვწევ ერთდროულად ერთ სიგარეტზე მეტს.
20. კლასიკა – ეს არის ის, რასაც ადამიანები აღმერთებენ, მაგრამ არ კითხულობენ.
21. ნუ იტყვი, რომ ცხოვრებას შენი მართებს. მას არაფერი მართებს, რადგან შენამდეც არსებობდა.
22. ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამიც ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს.
23. იცეკვე ისე, თითქოსდა, არავინ გიყურებს. იმღერე ისე, თითქოს, არავინ გისმენს. გიყვარდეს ისე, თითქოს, არავის არასდროს უღალატია შენთვის. და იცხოვრე ისე, თითქოს, დედამიწა სამოთხეა.
24. ზაფხული – ეს არის წელიადის ისეთი დრო, როდესაც ძალიან ცხელა იმისათვის, რომ გააკეთო ის, რის ზამთარში გასაკეთებლადაც ძალიან ცივა.
25. არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე ვინმეს კარგი მაგალითი.

კომენტარები

სხვა სიახლეები