დღემდე ამოუხსნელი 4 მოვლენა დედამიწაზე

“ყველა კითხვას აქვს რაღაც პასუხი” ეს წინადადება ხანდახან ბოლომდე არ არის
გამართლებული.
დედამიწაზე, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ბევრ კითხვაზე უპასუხოდ ვრჩებით.

1. მალაიზია – კუალა ლამპურის რეისის თვითმფრინავი

8 მარტს მალაიზიის თვითმფრინავი boeing777 მიფრინავდა კუალა ლამპურისკენ. თვითმფრინავში 227 ადამიანი და 12 ეკიპაჟი იმყოფებოდა. თვითმფრინავი  გაფრენიდან 2 საათში გადაიკარგა!
დღემდე თვითმფრინავის კვალს ვერანაირად ვერ მიაგნეს. ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ჯერ სიმართლე დღემდე არავინ იცის. მეცნიერების და ანალიტოკოსების აზრით არანაირი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა თვითმფრინავზე და არც უამინდობა. მათი აზრით ეს იყო ჩაწყობილი სპეციალური დაჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ თვითმფრინავის გატაცება.

2. საიდუმლო ხვრელები ციმბირში

ეს საიდუმლო ხვრელები ციმბრის ნახევარკუნძულზე იამალზე მდებარეობს. 2014 წლის ივლისში გამოჩენილმა ამ ხვრელებმა მეცნიერები შოკში ჩააგდო. დღემდე უცნობია თუ როგორ წარმოიქმნა ეს ხვრელები დედამიწაზე. მეცნიერების და ანალიტიკოსების აზრით, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გლობალური დათბობის შედეგად წარმოიქმნა.

3. ქალაქი ბალბეკი ლიბანში

ქალაქი ბალბეკი მდებარეობს ლიბანში. ამ ანტიკური ქალაქის ისტორია, რომის იმპერიაზეც ბევრად ძველია. ინჟინერების ცენტრად ცნობილი ქალაქი, დაახლოებით 800 ტონიანი ბლოკებით არის აშენებული. რათქმაუნდა ყველას გაგიკვირდებათ, თუ როგორ დაამზადეს იმ პერიოდში ეს ბლოკები? ან როგორ ააშენეს? როგორ ზიდავდნენ ამ წონის საშენ მასალას? ეს კითვები როგორც პირამიდებთან დაკავშირებით აქაც უპასუხოდ რჩება! მაგრამ ადამიანი როდესაც ასეთ კითხვებს ვერ პასუხობს, რას ფიქრობს? მხოლოდ ერთს! ზოგიერთისთვის დაუჯერებელს და ზოგიერთისთვის კი რეალურს! ეს უცხოპლანეტელებია….!

4. 1800 წლის წინ შემოღებული თვითმფრინავის დიზაინი

თვითმფრინავის ეს მოდელები 1800 წლის წინანდელია.
თვითმფრინავის ანტიკური მოდელები იპოვეს ამერიკაში, ერთ-ერთი ადამიანის საფლავში, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბზეც ადრე ცხოვრობდა ამერიკაში.
როგორც ხედავთ თვითმფრინავის ფრთები, ძრავი და მთლიანად დიზაიანი დღევანდელის ზუსტი ასლია.
რათქმაუნდა ყველას აინტერესებს, ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ აქაც რაიმე საიდუმლო ფაქტია? 1800 წლის წინანდელი თვითმფრინავის დიზაინი და დღევანდელის დიზაინი როგორ არის ერთი და იგივე?
ბევრის პასუხი ისევ უცხოპლანეტელებია!

წყარო: http://3.dainteresdit.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები