დღეიდან მეტრო და ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში 22:00-დან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება.

ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ.

“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები