ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 9 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოადიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:
“დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას შეუქმნის პრობლემებს. მოიმატებს თავის ტკივილი, უგუნებობა. მიაქციეთ ყურადღება არტერიულ წნევას. გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ ყველანაირი ახალი საქმის დაწყებას. ნეგატიური დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. მოერიდეთ სესხის აღებას. საკვებ რაციონში შეიტანეთ კარტოფილი. დადებითი დღეა მანქანისა და ტექნიკის შესაძენად. თვითშემეცნებისთვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად. კოსმეტიკური პროცედურებისთვის.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, წითელი, ლურჯი და ცისფერი, ისინი თქვენს შარმს გაზრდიან. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი და ლაზურიტი, ჟადეიტი, აქვამარინი და ლაბრადორი.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისათვის ნეგატიური დღეა ვერძთათვის და ტყუპებისათვის”, – აცხადებს ასტროლოგი.