დუტა ტელევიზიიდან მიდის – „აღარ არის დრო?“

დუტამ ტელევიზიიდან გაუჩინარება გადაწყვიტა. 15 წელია ეთერში ვჩანვარ და აღარ არის ამის დროო? თეატრში ბრუნდება, მთელი დატვირთვით. იმ ასაკში ვარ, როცა ზუსტად იცი, რა გინდა და მე თეატრში მინდაო, გაგვანდო მსახიობმა. მანამ, სანამ გაუჩინარდება და მისი ხილვა მხოლოდ ლევან წულაძის სპექტაკლებში შეგვეძლება, სხირტლაძე „GDS“-დან „იმედზე“ გადანაცვლებული მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“-ს წამყვანი ილია ბეროშვილთან ერთად იქნება. ენერგია ყოფნის და შოუებიც იყენებენ.

დუტა სხირტლაძე:

– 41 წლის ვარ, შემომხაზე ასაკია :))) არ მეგონა ეს ასაკი ასეთი რთული თუ იქნებოდა. ფსიქოლოგიური გარდატეხის პერიოდია. აცნობიერებ, რომ ნახევარ ცხოვრებაზე მეტი გავიდა. ხომ შეიძლება სამოცამდე გაქაჩო და მეტი ვერა? ჩემი გულის პატრონი 80 წლამდე რომ ვერ გავქაჩავ, ზუსტად ვიცი. გულიანი კაცი ვარ და გული მაწუხებს, თორემ ხომ ბუასილი მექნებოდა? გადატვირთული გრაფიკის გამო ვარ ასე. ეს ის ასაკია, როდესაც ზუსტად იცი, რა გინდა. ყველაზე ძალიან თეატრი მინდა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩამოვიშორო სხვა სამსახურები და მხოლოდ თეატრში დავკავდე.

– ტელევიზიიდან უნდა გაუჩინარდეთ?

– აღარ არის დრო? 15 წელია ეთერში ვარ. 2000 წლის 2 სექტემბერს გავიდა პირველი გადაცემა „ვის უნდა 20 ათასი“. ყველაფრის ჩამოშორება მინდა. ალბათ, ჭოლასთან ვიქნები. გარდა იმისა, რომ მეგობარი და პედაგოგია, ვთვლი, რომ მასზე კარგი რეჟისორი ჩვენთან არ არის. თეატრის გარეთ ცხოვრება მიჭირს.

– რა როლის შესრულებაზე გიფიქრიათ?
– ყველა როლი მინდა. ვოიცეკს ვითამაშებდი და მარიასაც სიამოვნებით მოვკლავდი.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები