დუმას ახალი შეფ-მზარეული, დიდი მკერდის და თამამი ფოტოების გამო, ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა (ფოტოკოლაჟი)
ინტერნეტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ახალი შეფ-მზარეულის საკმაოდ თამამი ფოტოები გავრცელდა. ირინა ვოვკი რუსეთის პრეზიდენტის №4 კვების კომბინატის ხელმძღვანელია, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ემსახურება.
პიკანტური ფოტოები ტვიტერში რუსმა დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა გამოაქვეყნა.
„გაიცანით – ეს №4 კვების კომბინატის ხელმძღვანელია. სოციალურ ქსელში ის ირინა ოლეფირენკოს სახელით არის ცნობილი, მაგრამ დირექტორად ირინა ვოვკის სახელით დანიშნეს. ცხელ-ცხელი ქალია“, – დაწერა ხინშტეინმა.