დუბაიში მამამ შვილი დასახრჩობად გაიმეტა, რომ მისი ”ღირსება” მაშველებს არ შეელახათ

ოცი წლის გოგონა დაიხრჩო დუბაიში, რადგან მისმა მამამ მაშველებს აუკრძალა მასთან მიკარება. აზიური ქვეყნის მოქალაქეები დუბაიში დასასვენებლად ჩავიდნენ. ოჯახმა პიკნიკი ზღვის პირას მოაწყო, ოცი წლის გოგონამ კი ცურვა გადაწყვიტა. უეცრად გოგონამ ჩაძირვა დაიწყო. ამ დროს პლაჟზე ორი მაშველი იმყოფებოდა, ისინი
მზად იყვნენ დასახმარებლად, მაგრამ ოჯახის უფროსმა დაჟინებით შეუშალა მათ ხელი გოგონას გადარჩენაში.

დამხრჩვალი გოგონას მამამ მაშველებს გზა გადაუჭრა. მან არ მისცა უფლება, რომ შვილი გადაერჩინათ, რადგან მამაკაცის მიკარება მის შვილს ”შეურაცხყოფდა”. მან მაშველებს განუცხადა, რომ ერჩივნა მისი შვილი დაღუპულიყო, ვიდრე ”ღირსება დაეკარგა”. დაღუპულის მამა დააკავეს და დუბაიში სასამართლოს მოლოდინშია. მას ბრალი ედება სამაშველო სამსახურის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში.

წყარო:http://ria.ru

კომენტარები

სხვა სიახლეები