Euronews-ის ინფორმაციით, დუბაიში კომიქსების ფესტივალი გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებაში უმსხვილესი ბრენდები, კინო ინდუსტრიისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, თამაშებისა და კომიქსების შემქმნელები მონაწილეობენ, მათ შორისაა „რკინის კაცის“ შემქმნელი, ბობ ლეიტონი.