დუბაის პრინცი, ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძმა დაკარგა, აზერბაიჯანში ჩავიდა.
პრინცი თავისი მეგობრებით სოფელ გარასუში მეგობრებთანაერთად იმყოფება, ხოლო ნადირობის „ფოტოკოლაჟი“ მან „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა.
ეს აზერბაიჯანში დუბაის პრინცის პირველი ჩასვლა არ არის – მიმდინარე წლის მარტში, ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდი ბაქოში უკვე იმყოფებოდა.
პრინცი 19 მილიარდიან ქონებას ფლობს. მას არა მარტო ნადირობა უყვარს, არამედ ლექსებსაც წერს. შეგახსენებთ, რომ პრინცის უფროსი ძმა, რაშიდ ბინ მუჰამედ ალ-მაკტუმი 19 სექტემბერს გარდაიცვალა.
მედიაში შეცდომით გავრცელდა ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდის ფოტოები, იგი სინამდვილეში ცოცხალია.
მთლიანად დუბაის შეიხს, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს 19 შვილი ჰყავს.