დოპინგტესტის სკანდალის შემდეგ, ბრენდებმა მარია შარაპოვასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს

ცნობილმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ ის დოპინგტესტზე ჩავარდა და მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და შეცდომა აღიარა, ის მაინც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია.
„მელდონი“, – რასაც ჩოგბურთელი წლების განმავლობაში იღებდა, მისი თქმით, დიაბეტის პრევენციისთვის აუცილებელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, შარაპოვას განმარტება მისი პარტნიორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რამდენიმე მსოფლიო ბრენდმა მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩოგბურთელთან კონტრაქტი გააუქმა, სპორტული ფირმა „ნაიკი“ აღმოჩნდა, რომელთანაც შარაპოვა 11 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
სპორტული ფირმის შემდეგ კი მის მსგავსად შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანია „ტაგი“ და ავტოკონცერნი „პორშე“ მოიქცა.
შეგახსენებთ, რომ შარაპოვა ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენად ითვლება. მისმა შემოსავლებმა 2015 წელს 20 მილიონ ფუნტ სტერლიგს გადააჭარბა, შემოსავლების უმეტესი ნაწილი ჩოგბურთელმა სწორედ ბრენდებთან თანამშრომლობით მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები