დონა ბარბარას როლის შემსრულებელი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა

მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელემუნდო ავრცელებს. მას სიმსივნის დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს და სწორედ ამ წელს შეასრულა გონსალესმა ბოლო როლი.

ქართველმა მაყურებელმა ედიტ გონსალესი 2008 წელს გადაღებული ტელემუნდოს სერიალი “დონა ბარბარას” საშუალებით გაიცნო.

მსახიობს საერთო ჯამში 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები