აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს თეთრ სახლში შინაური ცხოველი იყოლიოს, რითაც მრავალწლიან ტრადიციას დაარღვეს. ამის შესახებ CNN იუწყება.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი სტეფანი გრიშემი მედიასაშუალებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ შინაური ცხოველის აყვანასთან დაკავშირებული “გეგმები ჯერ არ არსებობს”. აღსანიშნავია, რომ მსგავს ტრადიციას თეთრ სახლში ჯერ კიდევ მესამე პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის დროს ჩაეყარა საფუძველი. მას სახლში ჩიტი და დათვის ბელიც კი ყავდა.
თეთრი სახლის ისტორიის შემსწავლელი ასოციაციის წევრი ედ ლენგელი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შინაური ცხოველის ყოლა პრეზიდენტების იმიჯს ამსუბუქებს და პოპულარობას უზრდის, ამასთან თეთრ სახლში ოჯახურ გარემოს ქმნის.
ტრამპი ერთადერთია აშშ-ს პირველ პირებს შორის, ვისაც შინაური ცხოველი არ ყოლია. აღსანიშნავია რომ, მის წინამორბედს ბარაკ ობამას თეთრ სახლში ჰყავდა პორტუგალიური წყლის ძაღლი, სახელად ბო.
სხვა სიახლეები