დონალდ ტრამპის Ferrari F430 აუქციონზე გაიყიდება

დონალდ ტრამპმა თავის საკუთრებაში მყოფი Ferrari F430 აუქციუონზე წარადგინა. ავტომობილის  საწყისი ფასი 400-500 ათასი დოლარი იქნება.

2007 წელს გამოშვებული ავტომობილის მყიდველს ასევე გადაეცემა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ავტომობილის პირველი მფლობელი სწორედ დონალდ ტრამპი იყო. დოკუმენტებს ხელს თავად ტრამპი აწერს, მითითებულია მისი რეგისტრაციის მისამართიც. ავტომობილის გარბენი 6910 მილს (11 100 კმ) შეადგენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები