ივანა ტრამპი (ზოლნიჩკოვა)
ივანა დონალდ ტრამპთან ქორწინებაში 15 წელი იმყოფებოდა და სამი შვილი გააჩინა. მათ შორის ივანკა, დონალდ ტრამპის საყვარელი ქალიშვილი და „იმპერიის“ მემკვიდრე. მილიარდელის სიყვარული სლავი ქალების მიმართ სწორედ ივანასგან დაიწყო.
ივანა გავლენიანი ქმრის ჩრდილი არ იყო, პირიქით, 80-90-იან წლებში ის ნიუ-იორკის ელიტის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალად ითვლებოდა და ბიზნესში დონალდ ტრამპის პარტნიორი იყო. განქორწინების შემდეგ, როდესაც დონალდ ტრამპი ღალატში „გამოიჭირა“, ივანამ მეუღლისგან სასამართლოს გზით 25 მილიონი დოლარი მიიღო. დღეს ივანა ტრამპს საკუთარი ბიზნესი აქვს და არც ახალგაზრდა მამაკაცების ყურადღებას არის მოკლებული.
მარლა მეიპლსი
სწორედ მარლა იყო ტრამპისა და ივანას განქორწინების მიზეზი. მან დონალდ ტრამპთან 6 წელი გაატარა, მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ. მარლამ პირველივე ნახვით მოაჯადოვა მილიონერი. ძლიერი, შემდგარი და მებრძოლი მარლა ბროდვეის მიუზიკლის მსახიობი და ერთ-ერთი რადიოშოუს წამყვანი იყო. ის ასევე პოლიტიკურ და სოციალურ მოღვაწეობას ისრაელსა და პალესტინაში ეწეოდა. ორივეს ძლიერი და მებრძოლი ბუნება ჰქონდა, ამიტომ მათ განქორწინებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მარლას თქმით, დონალდ ტრამპისგან მას დამსახურების შესაბამისი ალიმენტი არ მიუღია. მილიარდელი მარლასთან თანაცხოვრებას იხსენებს, როგორც ვნებიან, მაგრამ პრობლემებით სავსე პერიოდს.
ინგრიდ სეინხეივი
დონალდ ტრამპი ულამაზეს მოდელს ცოტა ხანს, მარლასთან განშორების პერიოდში ხვდებოდა. მილიარდელს არ ჰქონია მასთან ოჯახის შექმნა განზრახული, თუმცა აფასებდა მის გარეგნობასა და გამგებიან ხასიათს. ინგრიდი და ტრამპი დღეს მეგობრობენ. მას ტრამპისგან სახსოვრად არაერთი ძვირფასი საჩუქარი დარჩა.
ვიქტორია ზდროკი
„playboy”- ის მოდელმა დონალდ ტრამპს იმდენი პრობლემა შეუქმნა, რომ მას ეს რომანი არაერთხელ უნანია. ვიქტორია პრესასთან გამუდმებით საუბრობდა მათ რომანზე და დონალდ ტრამს კომპრომატებით აშანტაჟებდა. ტრამპიც არ ცდილობდა ჯელტმენურად მოქცევას და ვიქტორიას „გამოხტომებს“ არანაკლები აგრესიით პასუხობდა.
გაბრიელა საბატინი
ჩოგბურთელთან თავბრუდამხვევმა რომანმა ტრამპი იმდენად ააღელვა, რომ სერიოზული ნაბიჯის გადადგმასაც კი გეგმავდა, თუმცა რომანი რამდენიმე თვეში, როგორ სწრაფადაც დაიწყო, ისევე სწრაფად დასრულდა.
ლედი დიანა
დონალდ ტრამპს უყვარს იმაზე საუბარი, რომ ერთადერთი ქალი, რომელმაც ის უარყო, ლედი დიანა იყო. პრინცესა ტრამპის საჩუქრებს ჩარლზთან განქორწონების შემდეგ იღებდა, თუმცა მას ზურგი აქცია. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი დოდი-ალ ფაიედი იყო.
კარა იანგი
90-იან წლებში მოდელი ძალიან პოპულარული იყო და პოდიუმის ერთ-ერთ ვარსკვლავად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი კარასთან განსაკუთრებული ხელგაშლილობით გამოირჩეოდა, მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა.
კარლა ბრუნი
ამ ურთიერთობაში კითხვის ნიშანია, დონალდ ტრამპს სჭირდებოდა კარლა ლამაზ აქსესუარად თუ კარლას უნდოდა გავლენიანი მამაკაცების სიის განახლება. კარლას საყვარელთა სიაში შედიან: ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ვენსალ პერესი და მოგვიანებით უკვე მისი მეუღლე ნიკოლა სარკოზი. ტრამპს აღიზიანებდა კარლას აზრი, რომ მონოგამია მოსაწყენი იყო მისთვის, ამიტომ მასთან ქორწინებაზე არ უფიქრია.
მელანია ტრამპი (კნაუსი)
აშშ-ს ამჟამინდელი პირველი ლედი ტრამპთან ქორწინებაში 11 წელი იმყოფება, მათ საერთო ვაჟი ჰყავთ. მელანიას საოცრად მშვიდი წარსული აქვს, ის არცერთხელ ყოფილა სკანდალში გახვეული. მელანია იუგოსლავიაში, კომუნისტის ოჯახში დაიბადა. 18 წლის ასაკში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 26 წლისამ კი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დონალდ ტრამპი გაიცნო. როგორც ამბობენ, თავიდან მელანიამ მილიარდელი უარით გაისტუმრა. ამ დროს ტრამპი მეორე ქორწინებაში იყო. 35 წლის ასაკში მათი გზები ისევ გადაიკვეთა და დონალდ ტრამპმა მელანიას გულის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა.