აშშ-ს პირველმა ლედიმ – მელანია ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე მისი და მეუღლის საშობაო ფოტოპორტრეტი გამოაქვეყნა.
ოფიციალური ფოტოსესია ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა. ფოტოგრაფი ანდრეა ჰენქსია.
მელანიას გემოვნებით საახალწლოდ მორთულმა ინტერიერმა ამერიკული საზოგადოების დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა.
აშშ-ის პირველმა ლედიმ თეთრი სახლის გაფორმებისას წელს აქტუალური წითელი ფერი გამოიყენა. როგორც ცნობილია, მელანიამ თეთრი სახლის საახალწლო დეკორის შესაქმნელად ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან მოხალისეებიც კი მოიწვია.
სხვა სიახლეები